Sunday, 6 June 2010

სითბო და სინათლე

პროექტის სახელი: სითბო და სინათლე
პროექტის მიზანი: მიიღონ ინფორმაცია სითბოსა და სინათლეზე. დააკვირდნენ სინათლისა და სითბოს წყაროებს.
პროექტის სრული აღწერა:
ნაბიჯი 1.

ბნელ საკლასო ოთახში დაფაზე ვწერ სიტყვას, რომელიც სიბნელის გამო არ ჩანს. მივმართავ კლასს კითხვებით:
1. ვხედავთ ერთმანეთს? რატომ?
2. რა წერია დაფაზე?
3. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ვკითხულობთ?
4. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ეს ნაწერი გავარჩიოთ?
5. როგორ შეგვიძლია საკლასო ოთახის განათება?
ვანათებ ოთახს. ბავშვები იხსენებენ თუ რა არის სინათლის მთავარი წყარო დედამიწაზე.
ვურიგებ ბარათებს ვებგვერდების მისამართებით. რათა მოიძიონ ინფორმაცია სინათლისა და სითბოს შესახებ.
ნაბიჯი 2.
კლასი დავყავი ჯგუფებად. მოძიებული ინფორმაციის საშუალებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფებისათვის. ხდაბა ჩამოწერა საკითხებს ჯგუფებში სამუშაოდ (ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე).
1. რისგან შედგება მზე? (აგებულება)
2. მზის ფუნქცია (ფაქტები)
3. სამყარო მზის გარაშე (ვარაუდები)
ბავშვები ასახელებენ სინათლის სხვადასხვა წყაროს. ყურადღებას ამახვილებენ სინათლის ფერებზე (ცისარტყელა). როგორ ხედავენ ფერებს? (სინათლის სპექტრი, პრიზმა). ბავშვები ამზადებენ ინფორმაციას პრეზენტაციისათვის. ფორმატზე ქმნიან თემატურებს და აფორმებენ ნახატებით. ირჩევენ პრეზენტატორებს და ინაწილებენ საქმეს პრეზენტაციისათვის.
ნაბიჯი 3.
პრეზენტაციას ესწრებიან სტუმრები.
თითოეული პრეზენტატორი წარმოადგინეს თავის მასალას. პასუხობს დასმულ კითხვებზე. მსჯელობს მეგობრების მოსაზრებებითაც (საჭიროების შემთხვევაში.)
მოსწავლეებს კითხვებს უსვამენ დამსწრეებიც.
მუშაობისას ყურადღება მიექცა :
1. პრეზენტაციის ხარისხს.
2. ნამუშევრის ვიზუალურ მხარეს.
3. ნამუშევრის შინაარსობრივ მხარეს.
4. ურთიერთთანამშრომლობას.
5. ჩართულობას.შემდეგ მოხდა კლასში ნახატების გამოფენა. პროექტორით ნაჩვენები იქნა ფოტო და ვიდეო მასალა სინათლისა და სითბოსშესახებ.
მონაწილეთა ასაკი: მე-2 კლასი
ვადები / ხანგრძლივობა: 2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები: სინათლის და სითბოს წყაროების შესახებ ცოდნის გაღრმავება. დამოუკიდებლად მუშაობა ინტერნეტთან. ჯგუფური მუშაობა, ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მისი კავშირი: მიიღებენ და გააანალიზებენ ინფორმაციაას სინათლის და სითბოს წყაროების შესახებ. განამტკიცებენ ურთიერთთანამშრომლობას. პროექტი მოიცავს შემდეგ საგნებს: ბუნება და ქართული.
პროექტის ფასილიტატორი: ელეონორა მიჩიტაშვილი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: elene73@gmail.com
ჩემი პორტფოლიო
სითბო და სინათლე

No comments:

Post a Comment

Post a Comment